ეკოლოგია

ეკოლოგია არამარტო ოზურგეთისა და საქართველოს, არამედ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა და შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანიც. როგორც მთელ მსოფლიოში ასევე საქართველოშიც მწვავედ დგას ეკოლოგიური საკითხი. ოზურგეთშიც გარკვეულწილი პრობლემაა ამ საკითხის ირგვლივ (თუ შეიძლება ამას გარკვეულწილი ვუწოდოთ). დღეს არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა გამოწვეულია ბუნებაზე საზოგადოების ინტენსიური ზემოქმედებით, ძირითადად ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებით. ჰაერი ძირითადად ბინძურდება გამონაბოლქვით, რომელსაც ქალაქში მანქანები გამოყოფს, ხოლო წყალსა და ნიადაგს ოზურგეთში საზოგადოება ანაგვიანებს, სამწუხაროდ ისინი გულგრილნი არიან ამ პრობლემის მიმართ და არ მიიჩნევენ განზოგადების ღირსად. რადგანაც მანქანებსაც ხალხი მართავს, შეგვიძლია სამივეს დაბინძურებაში (წყალი, ჰაერი, ნიადაგი) ადამიანი დავადანაშაულოთ. ჩემი აზრით საჭიროა საზოადოების ცნობიერების ამაღლება ამ საკითხში. ზემოთხსენებულს კი იმის შემდეგ ვფიქრობ, როდესაც სკოლიდან სახლისაკენ მიმავალმა დავინახე თუ როგორ ყრიდა უთვალავი მასის მქონე ნაგავს ქალი ქალაქში მყოფ ერთ-ერთ მდინარეში (მართალია, ასეთი შემთხვევის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ ამ მოვლენამ უბრალოდ ძალიან დამაფიქრა და უკვე პრევენციის ზომებზე დავიწყე ფიქრი). ხალხი ვერ აანალიზებს იმას, რომ ეს დანაგვიანება ისევ თვითონ უბრუნდებათ, ანუ ასე რომ ვთქვათ ”თავს ინაგვიანებენ”. მიიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ პრობლემატური საკითხი ერთ-ერთი ყველაზე უყურადღებოდაა დარჩენილი და გარემოს დაცვა პრიორიტეტულად არ ითვლება, არადა ბუნებრივი რესურსები ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსების ქალაქისთვის და ქვეყნისათვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეს ”სიბინძურე” ქალაქის იერსახესაც სერიოზულად აზიანებს. ამიტომ ამის გამოსასწორებლად რა შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ნუ დაანაგვიანებთ გარემოს!!!. ასევე ჩემი აზრით საჭიროა ხშირად მოეწყოს ოზურგეთის დასუფთავების აქციები სადაც მრავალი მოხალისე ჩაერთვება. აი, სწორედ ესეთ მდგომარეობაშია დღეს ოზურგეთი:

მდინარე ”ბაზრის წყალი”