ჩემი საქმეა

 გმადლობთ, რომ სარგებლობთ აბ ბლოგით, იმედია ეს ბლოგი დაგაფიქრებთ და გაგიჩენთ იმის სურვილს რომ აქტიურად ჩაერთოდ სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში.

 ამ ბლოგში იხილავთ ოზურგეთში (ან თუნდაც გურიაში) არსებულ სამ დიდ პრობლემას, რომელიც ჩვენი საქმეა და ასევე  ჩვენი საქმეა, რომ შევცვალოთ საზოგადოების შეხედულებები ამ თემების, პრობლემების მიმართ

სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი როლი თავად საზოგადოებას და მის აქტიურობას ენიჭება. ხედავდე უსამართლობას და არ შეაჩერო, ნიშნავს იმას, რომ შენც მონაწილე ხარ მისი. მოქალაქე-პიროვნება არ უნდა დაიღალოს საზოგადოებრივი აქტიურობით. საზოგადოების გულგრილობა და ინდიფერენტულობა  ყველაზე დიდი სენია ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების შექმნისთვის. ვერ ვიტყვი ქართველები პასიურები ვართ- თქო, მაგრამ პროტესტის გამოხატვით უსამართლობის მიმართ არასდროს უნდა დავიღალოთ. უნდა გავხსოვდეს, რომ ირგვლივ რაც ხდება თითოეულ ჩვენგანს გვეხება და ეს სხვისი საქმეც სულაც არ არის. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ კონკრეტული პრობლება ჩვენ თუ არ გვეხება დღეს, ხვალ ის აუცილებლად შეგვეხება.